ადრე 30 წლის იამაიკელმა განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადა მისთვის ბოლო იყო კარიერაში. ის პროფესიულ კარიერას მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს, რომელიც 5-13 აგვისტოს გაიმართება.
"არ შემიძლია ზუსტად ვთქვა - მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, - ამბობს ბოლტი. - არ მიყვარს წინ ყურება და შორს მიმავალი გეგმების დაწყობა. თუ საკუთარ თავში ვიპოვნი
ვიცი, რომ შოუმენი ვარ, მაგრამ დიდად არ მიყვარს ტელევიზია, რათა ჩემი საკუთარი შოუ ან რაღაც მსგავსი მქონდეს. მე, უბრალოდ, ხალხის გართობა მიყვარს. შესაძლოა, მომავალში ჩემთვის საინტერესო იყოს ანალიტიკოსად მუშაობა სპორტულ არხზე.
როცა ვერ შევძელი ათენის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება, კარიერის დასრულება მომინდა. ძალიან საწყენი იყო. მაგრამ მამასთან და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ოლიმპიურ ოქროს მედალს აუცილებლად მოვიპოვებდი. შიში მიპყრობდა, რომ ტრავმები კარიერის ბოლომდე გამყვებოდა და გამოვტოვებდი 2008 წლის ოლიმპიადას, მაგრამ მხარდაჭერის წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი გავხდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"