"გავაკეთე ის, რაც მინდოდა, - თქვა ბოლტმა. - ეს ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ მე გავართვი მძიმე ამოცანას თავი. ლონდონში მხოლოდ ოქროს მედლებისთვის მივდიოდი და ახლა, ლეგენდა გავხდი, ყველაზე დიადი მოქმედ ათლეტებს შორის. მეგავარსკვლავების კატეგორიაში შევედი. მაგალითად, როგორიცაა მაიკლ ჯონსონი. მე მისი რეკორდების ცქერაში გავიზარდე.
ამასთან, 200 მეტრზე ფინალი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ვგრძნობდი ზეწოლას და ამიტომაც, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი.
კარგია, რომ
* * *
ბოლტის სიტყვებს გამოუხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე. ბელგიელი არ დაეთანხმა ბოლტის მტკიცებას, რომ ის 200 მეტრის ფინალის შემდეგ ლეგენდა გახდა.
"ბოლტის კარიერა მაშინ უნდა შეფასდეს, როცა ის სპორტში გამოსვლას დაასრულებს. უსაინი - ძალიან ძლიერია, მაგრამ მან თავისი სიდიადე ორზე მეტ ოლიმპიადაზე უნდა დაამტკიცოს. კარლ ლუისს ოთხ ოლიმპიადაზე აქვს მოგებული მედლები", - ამბობს როგე სააგენტო AP-სთან კომენტარში.
თავად ბოლტი კრიტიკულად არის განწყობილი ლუისის მიმართ, რადგან ლეგენდარულმა ამერიკელმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ იამაიკელებმა უდიდეს სიმაღლეებს არასპორტული მეთოდებით მიაღწიეს.
"მის მიმართ არანაირი პატივისცემის გრძნობა არ მაქვს. რასაც ის მძლეოსნობაზე ამბობს - სულმდაბლობაა. ვფიქრობ, მას უბრალოდ ყურადღების მიპყრობა უნდა, რადგან დღეს მასზე აღარავინ ლაპარაკობს. ამიტომაც დავკარგე მის მიმართ პატივისცემა", - განაცხადა ბოლტმა.
უსაინმა ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატში არ მიიღებს მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 2013 წელს მოსკოვი უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"