აი, თურმე ვინ მოაგებინა უსაინ ბოლტს

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, უსაინ ბოლტის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მისი დონის მოთამაშეებსაც სჭირდებათ აღმაფრენის მომენტები.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვინ ეხმარებოდა ლონდონის ოლიმპიადის დროს იამაიკელ სპრინტერს.

უსაინი თავისი ყოველი სტარტის წინ 22 წლის ბრიტანელ მოდელს მეგან ედვარდსს ხვდებოდა. ამის შემდეგ, ბოლტი სარბენ ბილიკზე გადიოდა და ძველებურად უსწროდებოდა კონკურენტებს.

სამი ოქროს მოგების შემდეგ, ბოლტმა და ედვარდსმა ერთდაც აღნიშნეს წარმატება ლონდონის ღამის კლუბში - Brick Lane-ში.

კლუბის თანაშრომელმა განაცხადა, რომ ბარი ნამდვილ საგიჟეთს დაემსგავსა - აბსოლუტურად ყველა გოგო ბოლტთან მიახლოებას ცდილობდა, მაგრამ
იამაკელი მთელი საღამო მეგანის ერთგული დარჩა.

ამჟამად მათ ურთიერთობაზე არაფერს წერენ. იმასაც ამბობენ, რომ ბოლტმა, რომელიც თურმე 60 მილიონის პატრონი ყოფილა, სოლიდური თანხა გადაუხადა ედვარდსს ლონდონში გატარებული დღეებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული