მძლეოსნობის "ცოცხალმა ლეგენდამ" განაცხადა, რომ, უბრალოდ, შეეცდება ისევ მოიგოს ოქროს მედლები 100 და 200 მეტრ დისტანციებზე და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. იმის გამო, რომ სპრინტერი ადრე თავის გეგმებზე არ ლაპარაკობდა, გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ რიო-დე-ჟანეიროში ის 400 მეტრ დისტანციაზე ან სიგრძეზე ხტომაში გამოვიდოდა.
"არ მინდა, რიო-დე-ჟანეიროში სხვა დისციპლინებში ვცადო ბედი - იქ, უბრალოდ, ტიტულების დასაცავად ვაპირებ ჩასვლას. მინდა დავანახო მსოფლიოს,
იამაიკელს ასევე გეგმაში აქვს საკუთარი რეკორდების განახლება 100 და 200 მეტრზე. ის ოქტომბრის ბოლოს განაახლებს ვარჯიშებს და დაიწყებს მზადებას მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც მოსკოვში გაიმართება.
"გავაგრძელებ მძიმე მუშაობას, შევინარჩუნებ კონცენტრაციას და საკუთარ თავს ვარჯიშს დავაძალებ. ახლა სწორედ ამაზე ვარ მომართული. არ ვიცი, რამდენად სწრაფი ვიქნები, მაგრამ ვაპირებ, ყოველ წელს გავაუმჯობესო ჩემი შედეგები.
უბრალოდ, მომწონს, რომ ჩემს წინაშე ყოველთვის ახალი გამოწვევა დგას", - ამბობს ბოლტი სააგენტო AP-თან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"