ნომინანტები გამოცხადებულია

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულის პრეტენდენტები დაასახელა.

მამაკაცებს შორის ნომინანტებად გამოცხადდნენ მორბენალები: იოჰან ბლეიკი (იამაიკა), უსაინ ბოლტი (იამაიკა), მოჰამედ ფარა (ბრიტანეთი), კირანი ჯეიმსი (გრენადა), დავიდ რუდიშა (კენია), არის მერიტი (აშშ), ჭოკით მხტომელი რენო ლავილენიე (საფრანგეთი), სიგრძეზე მხტომელი კრისტიან ტეილორი (აშშ), აგრეთვე, ათჭიდელი ეშტონ იტონი (აშშ).

ქალ პრეტენდენტთა სია შემდეგმა მძლეოსნებმა დააკომპლექტეს: მორბენალები - ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია), შელი-ენ ფრეზერ-პრაისი (იამაიკა), ელისონ ფელიქსი (აშშ), სანია რიჩარდსი (აშშ), სალი პირსონი (ავსტრალია), ბირთვის მკვრელი ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია), სიგრძეზე მხტომელი ბრიტნი
რიზი (აშშ), შუბის მტყორცნელი ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხეთი), შვიდჭიდელი ჯესიკა ენისი (ბრიტანეთი) და მოსიარულე ელენა ლაშმანოვა (რუსეთი).

2011 წელს საუკეთესო მძლეოსნის პრიზი კაცებს შორის ბოლტმა მოიპოვა, ქალებში კი საუკეთესო იყო პირსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული