უსაინ ბოლტი ჭანჭიკებისგან

AutoSharing Option
გერმანელმა მუსიკოსმა და სკულპტორმა ვიტა დიდელ კლევერმა პლანეტის ყველაზე სწრაფი ადამიანის, 26 წლის იამაიკელი უსაინ ბოლტის უკვდავყოფა გადაწყვიტა.

სკულპტურა, რომელიც თანამედროვე გერმანული ხელოვნების წარმომადგენელმა შექმნა, მეტალის უამრავი დეტალის ნაზავს წარმოადგენს. შედეგად წარმოიქმნება ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონის საფირმო პოზა.

ასეთი პროექტის იდეა კლევერს 2009 წელს გაუჩნდა, როცა ბოლტმა ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ სკულპტორმა მხოლოდ ახლა შეძლო თავისი ნაწარმოების წარმოდგენა, რადგან ორი წელი დასჭირდა საჭირო მასალის შესაგროვებლად.

სკულპტურას ჰქვია "ბოლტი ჭანჭიკებისგან". ის მართლაც მთლიანად ჭანჭიკებისგან არის შექმნილი. ეს ხელოვნების ნიმუში ბერლინში დადგეს.

"ბოლტი უნიკალური სპრინტერია, ერთ-ერთი უდიადესი ისტორიაში, - ამბობს 51 წლის კლევერი. - ძალიან ვამაყობ იმით, რომ კავშირი მაქვს იამაიკასთან - ჩემი მეუღლე ამ ქვეყნიდანაა. ძალიან მინდა, რომ ჩემი სკულპტურა თავის კანონიერ ადგილას დადგან, ანუ იამაიკაში. ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული