საინტერესოა, რომ ეს სპორტსმენი ადრეც იყო დისკვალიფიცირებული. მძლეოსნობის მოყვარულებს ახსოვთ 2008 წელს მომხდარი სკანდალი, როცა პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს ერთბაშად შვიდი რუსი მძლეოსანი ქალი.
ერთ-ერთი სწორედ პიშჩალნიკოვა იყო. ასე რომ, ახლა 27 წლის რუსს სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.
პიშჩალნიკოვას დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე სანდო წყარო ადასტურებს, თუმცა ოფიციალური ცნობა არ არსებობს. მძლეოსანმა დადებითი დოპინგ-სინჯი ლონდონის
მაგრამ უკვე თამაშების შემდეგ მძლეოსნის სინჯი ხელმეორედ შეამოწმეს (ამჯერად რუსეთის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, ქალაქ კიოლნის ლაბორატორიაში) და სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ანაბოლური სტეროიდის კვალი.
IAAF-ის წესების თანახმად, დოპინგის ხელმეორედ გამოყენება რვაწლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება. წინა დისკვალიფიკაციის სკანდალური გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ფედერაცია სწორედ მაქსიმალური სასჯელის გამოტანას ეცდება.
ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა თარიღიდან დაიწყებენ პიშჩალნიკოვას დისკვალიფიკაციის ათვლას და მისი შედეგების გაუქმებას. თუ ეს იქნება სინჯის აღების დღე, მაშინ სპორტსმენი დაკარგავს ლონდონის თამაშების ვერცხლის მედალს.
თუ ეს ასე მოხდა, მეორე ადგილზე გადავა ჩინელი ლი იანფენი, ხოლო ბრინჯაოს მედალს მიიღებს კუბელი იარელის ბარიოსი, რომელმაც ლონდონში მეოთხე ადგილი დაიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"