ყველაზე ლამაზი ოლიმპიელი

AutoSharing Option
პარაგვაელმა შუბის მტყორცნელმა ლერინ ფრანკომ ლონდონის ოლიმპიადაზე მხოლოდ 51-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია - თუ რატომ, ამას თავადაც ხვდებით.

30 წლის სამხრეთამერიკელმა ამ დღეებში მაიამიში დაისვენა და პაპარაცებს ისევ მიეცათ ლერინის მომხიბვლელი ფორმების დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ფრანკო უფრო ცნობილია, როგორც მოდელი და არა სპორტსმენი.

ფრანკოს პირადი რეკორდი 57.77 მეტრს შეადგენს და ის 2011 წელს არის ნაჩვენები. თუმცა პარაგვაელი ლონდონის თამაშებზე ახლოსაც ვერ მივიდა ამ შედეგთან - მან შუბი მხოლოდ 51.45
მეტრზე გატყორცნა.

თუმცა პარაგვაელის სპორტული შედეგები დიდი ხანია, მეორე პლანზე გადავიდა. მას ახლა მოდელის კარიერა უფრო ხიბლავს და ეს უკეთაც გამოსდის - გასულ წელს ლერინ ფრანკო პოპულარულმა გამოცემა Sports Illustrated-მა გარეკანზე გამოსახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული