ამერიკელმა მესაზღვრეებმა სახელოვანი და პოპულარული სპორტსმენის დაკავება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ მის სამშობლოდ სომალია მიჩნეული. ფარა ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოში დაიბადა. რვა წლის ასაკში ის მამასთან ერთად ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
"ამის დაჯერება შეუძლებელია, - თქვა ინციდენტის შემდეგ ფარამ. - სომალური წარმოშობის გამო მუდმივად მაკავებენ ამერიკულ საბაჟოზე. ამჯერად თან მქონდა ოლიმპიური მედლები, რათა მეჩვენებინა მათთვის, ვინ
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მო ფარამ მოიგო ოქროს მედლები 5000 და 10000 მეტრ დისტანციებზე. ოქტომბერში მძლეოსნობის ევროპულმა ასოციაციამ 29 წლის სომალელი ბრიტანელი კონტინენტის წლის საუკეთესო მძლეოსნად დაასახელა. მოკლედ, ამ სპორტსმენს ყველა კარგად იცნობს, გარდა ამერიკელი მებაჟეებისა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფარა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის წინ გადავიდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მორბენალს ლეგენდარული სპეციალისტის, ალბერტო სალასარის ხელმძღვანელობით ვარჯიში სურდა.
"როცა მე და ჩემი ოჯახის წევრები ვიზებს ვიღებდით, გვეგონა, რომ ეს ძალიან მარტივი იქნებოდა, - განაცხადა ფარამ. - თავიდან ტურისტული ვიზებით პორტლენდში ჩავედით.
ჩვენთვის აუცილებელი იყო ქვეყნის დატოვება რეზიდენტული ვიზის მისაღებად. ტორონტოში გავემგზავრეთ, სადაც გამოგვიცხადეს, რომ ტერორისტები ვიყავით. გვიბრძანეს, კანადაში 90 დღე დავრჩენილიყავით. საბედნიეროდ, ჩემს მწვრთნელს მეგობრები ჰყავს გამოძიების ფედერალურ სამსახურში, თორემ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლონდონს მიუნხენი შეახსენეს - ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ლონდონელი ებრაელები შფოთავენ