სასამართლო ბოთლის სროლისთვის

AutoSharing Option
ბრიტანელი ეშლი ჯილ-უები, რომელმაც ლონდონის თამაშების დროს, 100 მეტრზე გარბენის წინ სარბენ ბილიკზე ბოთლი ისროლა, სასამართლოს წინაშე წარსდგა, - იტყობინება ბრიტანული პრესა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მამაკაცს მიზანში იამაიკელი უსაინ ბოლტი ჰყავდა ამოღებული. ცარიელი ბოთლი მან შემდეგი ფრაზის თანხლებით ისროლა: "უსაინ, მინდა, რომ წააგო, არარაობავ და იდიოტო!"

ჯილ-უებმა ტრიბუნაზე ბილეთის გარეშე შეაღწია - ის ჰოლანდიურ დელეგაციას შეერია. ხულიგნის გვერდით აღმოჩნდა ქალებს შორის ძიუდოში ბრინჯაოსპრიზიორი ედიტ ბოში, რომელმაც ხელები გადაუგრიხა მამაკაცს და ის პოლიციას გადასცა.

* * *
უცნაური შემთხვევა მოხდა
ბრაზილიის ქალაქ კუიაბაში, სადაც სტაიერები 10-კილომეტრიან გარბენში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

დისტანციას ლიდერობდა კენიელი ედვინ კიპსანგ როტიჩი, როცა მაყურებლების ჯგუფს გამოეყო ერთი მამაკაცი და გარბენის ლიდერს თავს დაესხა.

შეჯიბრების მომსახურე პერსონალმა და პოლიციელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს თავდამსხმელის დაკავება, როტიჩმა კი მიღებული შოკის მიუხედავად, შეძლო გარბენის გაგრძელება და საბოლოოდ, პირველი მივიდა ფინიშთან.

თავდამსხმელი აღმოჩნდა 33 წლის უოლას დე სოუზა ნოგეირა, რომლის შესახებაც პოლიციაში განაცხადეს, რომ ის ფსიქიკურად არის დაავადებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი ჭანჭიკებისგან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული