100 და 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდსმენმა დისტანცია 46.71 წამში დაფარა, რაც 0.5 წამით ნაკლები იყო გამარჯვებულის - უორენ უეირის დროზე. ბოლტი მესამე ადგილზე გავიდა, მეორე იყო კიდევ ერთი ცნობილი იამაიკელი სპრინტერი იოჰან ბლეიკი - 46.64.
* * *
გასულ უქმეებზე დონეცკში გაიმართა ტრადიციული ტურნირი - "ჭოკის ვარსკვლავები".
მამაკაცთა შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა რენე ლავილენიემ. მან 5.85 მეტრი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლავილენიემ ეს ტურნირი მესამედ მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სასამართლო ბოთლის სროლისთვის