ტრაგიკული ვალენტინობის დღე - ოსკარ პისტორიუსმა შეყვარებული 14 თებერვალს მოკლა [VIDEO]

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა  სამხრეთ აფრიკიდან. პოლიციამ დააკავა ცნობილი ამპუტანტი მორბენალი, პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი.

მან თავისი შეყვარებული მძარცველად აღიქვა და ის ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ინფორმაციას სამხრეთაფრიკულ პრესაზე დაყრდნობით სააგენტო “ფრანს-პრესი” ავრცელებს.

წერენ იმის შესახებ, რომ ღამით პისტორიუსმა თავისი მეგობარი გოგონა, ყოფილი მოდელი, 30 წლის რივა სტინკამპი მძარცველად მიიღო. არადა, ჯერ კიდევ ოთხშაბათს სტინკამპმა, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან ხვდებოდა მძლეოსანს, თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, თუ რა საჩუქარს უმზადებდა თავის შეყვარებულს წმინდა ვალენტინის დღეზე. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო
რივას ბოლო ჩანაწერი საკუთარი მიკრობლოგზე.

სიურპრიზმა, რომელსაც ის მოულოდნელად უმზადებდა სპორტსმენს, ტრაგიკული გაგრძელება ჰპოვა. დანაშაულის ადგილას პოლიციამ აღმოაჩინა 9 მმ კალიბრის პისტოლეტი. სწორედ ამ იარაღიდან გაისროლა პისტორიუსმა ოთხჯერ და შეყვარებულს თავისა და ხელის არეში მოახვედრა ტყვიები.

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ უკვე წარუდგინა მკვლელობის ბრალდება პისტორიუსს. დღეს მძლეოსანი სასამართლოს წინაშე წარსდგება და იქ განისაზღვრება მისი სასჯელის სიმძიმე. პოლიციის პრესმდივანმა დენის ბეკესმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები წინააღმდეგნი არიან, რომ სპორტსმენი თავდებში გაანთავისუფლონ.

ბეკესმა ასევე დაამატა, რომ ეს პირველი ინციდენტი არ არის პისტორიუსის სახლში, თუმცა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

როგორც ბრიტანული გამოცემა "დეილი ტელეგრაფი" წერს, პისტორიუსი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

პარალიმპიური თამაშების ვარსკვლავი ქალაქ პრეტორიას იმ რაიონში ცხოვრობს, რომელსაც გაძლიერებული დაცვა ჰყავს მიჩენილი. ეს იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკაში მაღალია დანაშაულის დონე. თავად პისტორიუსი ლონდონის ოლიმპიადამდე ყვებოდა, რომ ხშირად თავის სახლში პისტოლეტთან ერთად სძინავს, ფანჯარასთან კი ავტომატური იარაღიც აქვს.

VideoSportall.Ge
ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს შეყვარებული შემოაკვდა


სხვათა შორის, მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სპორტსმენის სახლში. იქ აღმოჩნდა ბეისბოლისა და კრიკეტის ჯოხები, პისტოლეტი, საიდანაც განხორციელდა ფატალური ოთხი გასროლა და ტყვიამფრქვევი, რომელიც საძინებლის ფანჯარასთან იყო დამაგრებული.

სამხრეთ აფრიკაში ყოველწლიურად სახლების გაძარცვის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება და არის შემთხვევები, როცა მცხოვრებლებს შეცდომით ოჯახის წევრები მძარცველებში ერევათ და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კანონის თანახმად, სახლის მფლობელი თავისუფლდება სროლის გამო პასუხისმგებლობისგან, თუ მის სამფლობელოში მძარცველი შეიჭრება. სროლა შეიძლება გაუთანაბრონ თავდაცვას იმ შემთხვევაშიც, თუ ქურდი უიარაღოდაა, მაგრამ სახლის მფლობელს მიაჩნია, რომ ის ხიფათს წარმოადგენს.

2012 წელს 26 წლის პისტორიუსი გახდა პირველი სპორტსმენი ამპუტირებული კიდურებით, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მოაწილეობა. გარდა ამისა, 2011 წელს მან ვერცხლის მედალი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე. პარაოლიმპიურ თამაშებზე მას ექვსი ოქრო აქვს მოპოვებული სხვადასხვა დისტანციაზე.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს შეყვარებული შემოაკვდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული