განზრახ მკლელობა იყო?

AutoSharing Option
მოულოდნელი განვითარება მიეცა იმ სკანდალს, რომელმაც უდიდესი აჟიოტაჟი გამოწვია მთელს მსოფლიოში. ლაპარაკია ორი დღის წინანდელ ინციდენტზე, როცა ქალაქ პეროტორიაში ცნობილმა მძლეოსანმა-ამპუტანტმა ოსკარ პისტორიუსმა საკუთარი შეყვარებული გამოასალმა სიცოცხლეს.

სამხრეთაფრიკელმა პროკურორმა ჯერი ნელმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოითხოვს პისტორიუსის შეყვარებულის მკვლელობა წინასწარ განზრახულ დანაშაულად გამოცხადდეს. ნელმა ამის შესახებ სასამართლოს დარბაზში გამოაცხადა, სადაც უნდა გადაეწყვიტათ პისტორიუსის თავდებში განთავისუფლების საკითხი. მაგრამ, მოსამართლემ განხილვა 19 თებერვლისთვის გადადო.

თუ დამტკიცდება, რომ საქმე ეხება განზრახ მკვლელობას, პისტორიუსისთვის რთული იქნება თავდებით განთავისუფლების მიღწევა. სამხრეთაფრიკული კანონების თანახმად, ასეთ შემთხვევაში
სპორტსმენის ადვოკატებს მოუწევთ განსაკუთრებული გარემოებების ჩამოთვლა, რაც პისტორიუსს ციხიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს.

პარალიმპიური თამაშების ვარსკვლავმა დარბაზში ცრემლები ვერ შეიკავა. მისი ადვოკატის თქმით, პისტორიუსის გონება "ძალიან არის ტრავმირებული".

ოსკარის შეყვარებულის - 30 წლის რივა სტინკამპის მკვლელობა 14 თებერვალს, ღამით მოხდა. აბაზანის კარს ამოფარებულმა მძლეოსანმა ქალს პისტოლეტიდან ესროლა და ოთხი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის, თავისა და მკერდის არეში.

თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ სტინკამპი პისტორიუსს სიურპრიზს უმზადებდა, მორბენალმა კი ქალი მძარცველად მიიღო და ცეცხლი გახსნა. თუმცა პოლიცია არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. სამხრეთაფრიკული გამოცემის - Beeld-ის ცნობით, სტენკამპის მკვლელობიდან ორი საათით ადრე, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს სპორტსმენსა და მის გოგონას შორის ხმამაღალი ჩხუბის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრაგიკული ვალენტინობის დღე - ოსკარ პისტორიუსმა შეყვარებული 14 თებერვალს მოკლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული