სამხრეთაფრიკულ გამოცემა City Press-ს სკანდალური ცნობები მიაწოდა სამართალდამცავი ორგანოების ინკოგნიტო წარმომადგენელმა. ის ამბობს, რომ პისტორიუსი ვერანაირად ვერ მიიღებდა თავის შეყვარებულს მძარცველად, რადგან რივას ღამის პერანგი ეცვა, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ის უკვე კარგა ხნის მისული იყო მორბენლის სახლში.
"ეჭვი მაქვს, პირველი გასროლა საძინებელში მოხდა და
სხვა ფაქტები საბოლოოდ ამსხვრევს მორბენლის პირველად ვერსიას. წყაროს ცნობით, სახლში ნაპოვნია კრიკეტის ჯოხი, რომელზეც სისხლის კვალია, დაღუპულს კი თავის ქალის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა. თუმცა პოლიციელმა ჯერ არ იცის, ეს საგანი თავდასხმისთვის იყო გამოყენებული, თუ მას სტინკამპი თავდაცვისთვის იყენებდა.
ასევე გაირკვა, რომ პისტორიუსმა მკვლელობის შემდეგ რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა იქამდე, სანამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა.
წყაროს ცნობით, სპორტსმენმა ტელეფონით მამამისს სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა, თავის დას ემის კი მოუყვა, რომ შემთხვევით ესროლა რივას, რადგან ის მძარცველად მიიღო.
პოლიცია ვარაუდობს, რომ გოგონა ცოცხალი იყო, როცა პისტორიუსმა ის კიბეზე ქვემოთ ჩაიყვანა. ამაზე მეტყველებს სისხლის კვალი კედლებზე, რომელიც მაშინ წარმოიშვება, როცა გული მუშაობს. მეზობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ პისტორიუსი სტინკამპს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მაგრამ ის მძლეოსნის ხელებში გარდაიცვალა.
ბიზნესმენი ჯასტინ დივარისი, რომელმაც მოდელი მორბენალს გააცნო, ამბობს, რომ პისტორიუსმა იმ ღამით მასაც დაურეკა. "ძალიან სამწუხარო ამბავია. ოსკარმა დამირეკა და მითხრა, რომ რივა მკვდარია, - ამბობს დივარისი Sunday People-თან კომენტარში. - მე ვუთხარი: "რას ამბობ? შენი არ მესმის". მან მიპასუხა: "საშინელი უბედურება მოხდა, რივას ვესროლე". ამის შემდეგ ყურმილი მისმა მეზობელმა აიღო და განაცხადა, რომ ეს სიმართლეა და მე ოსკარის სახლში უნდა მივსულიყავი".
დივარისი ამბობს, რომ მას პისტორიუსთან საუბრის ნება დართეს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში უკვე პოლიცია იყო მისული: "ის აბსოლუტური შეურაცხადი იყო. მხოლოდ ტიროდა და ერთი და იმავეს იმეორებდა: "მე ის მოვკალი. ღმერთო, წამიყვანე".
დივარისის მეუღლემ სემმა, რომელიც სტინკამპის ახლო მეგობარი იყო, აღიარა, რომ რივა ბოლო დროს წუწუნებდა იმის გამო, რომ პისტორიუსი ეჭვიანი და ნერვიული გახდა.
პისტორიუსის საქმეზე ახალი სასამართლო სხდომა სამშაბათს გაიმართება. მასზე განიხილავენ სპორტსმენის გირაოთი განთავისუფლებას. ოსკარის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს იყო შემთხვევითი მკვლელობა და ისინი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას აპირებენ. ჯერჯერობით პისტორიუსი პატიმრობაში რჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
განზრახ მკვლელობა იყო?