მძლეოსანმა განაცხადა, რომ მან სტინკამპს შეცდომით ესროლა, რადგან ის მძარცველად მიიღო. სპორტსმენის ჩვენება სასამართლოზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.
პისტორიუსის მონათხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: მორბენალის თქმით, მან ღამით გაიღვიძა და ხმაური გაიგონა სააბაზანო ოთახში. ოსკარმა გადაწყვიტა, რომ მის სახლში მძარცველი შეიჭრა და რადგან, პროთეზები არ ეცვა, თავი დაუცველად იგრძნო.
ხმაურის შემდეგ, სპორტსმენმა პისტოლეტი სააბაზანოს კარს დაუმიზნა
სროლის შემდეგ, მორბენალმა აღმოაჩინა, რომ სტენკამპი საწოლში არ იყო. "საშინელმა ეჭვმა შემიპყრო", - განაცხადა პისტორიუსმა. ამის შემდეგ, სპორტსმენმა პროთეზები გაიკეთა და კრიკეტის ჯოხით აბაზანის კარი შეამტვრია. სააბაზანოში მან შეყვარებული აღმოაჩინა, რომელიც მორბენლის ხელებში გარდაიცვალა. პისტორიუსმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გოგონას მოკვლას.
პროკურორმა ჯერი ნელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ პისტორიუსი განგებ ჩადენილი მკვლელობისთვის უნდა გასამართლდეს. პროკურორის თქმით, სპორტსმენს ჰქონდა სტინკამპის მოკვლის მიზეზი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზზეა ლაპარაკი. ნელმა თქვა, რომ რივა სპორტსმენთან ჩხუბის შემდეგ შეშინდა და სააბაზანო ოთახში ჩაიკეტა.
გაირკვა, რომ ოსკარ პისტორიუსის ორმა მთავარმა სპონსორმა შეწყვიტა სპორტსმენთან ურთიერთობა. ორივე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ წყვეტენ სამხრეთაფრიკელთან კონტრაქტებს, არამედ არასოდეს მიიწვევენ მას სარეკლამო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტრაგედია: პირველად საძინებელში გაისროლეს