სკანდალი - ოსკარ პისტორიუსი თავისუფალია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიას სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლა პარალიმპიელი ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც თავისი შეყვარებულის - რივა სტინკამპის მკვლელობაშია დადანაშაულებული.

გირაოს თანხამ 114 ათასი დოლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ამპუტანტი მორბენალი პატიმრობაში დაეტოვებინათ.

უფრო ადრე, სპორტსმენის საქმეს ჩამოაშორეს წამყვანი დეტექტივი ჰილტონ ბოთა, რომელიც თავად ყოფილა დადანაშაულებული მკვლელობის მცდელობაში. თავის დროზე, გამომძიებელმა ცეცხლი გაუხსნა ტაქსის, რომელშიც შვიდი ადამიანი იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრაგედიის ექო: თურმე პისტორიუსი ადრეც ისროდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული