ბოლო რვა წლი–ნახევრის განმავლობაში ქალთა ჭოკით ხტომაში რეკორდებს მხოლოდ ისინბაევა ამყარებდა. ის პირველი და ერთადერთი ქალი მხტომელი იყო, რომელმაც 5 მეტრი სიმაღლის აღება შეძლო. მაგრამ, როგორც რუსმა ერთხელ თქვა, კონკურენციის დეფიციტმა უარყოფითად იმოქმედა მის გამოსვლაზე და ელენამ წაგებებს მოუხშირა. მაგალითად, 2009 წელს გამართულ
მომდევნო ორ დიდ ტურნირზე - მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატსა და 2012 ლონდონის თამაშებზე ისინბაევა მხოლოდ ოლიმპიური ოქროთი დაკმაყოფილდა და სერიოზულად დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. წელს, მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართება და ელენას საკუთარი პუბლიკის წინაშე გამოსვლის სურვილი აქვს.
ამასობაში, ლონდონის თამაშების ჩემპიონმა ჯენიფერ სურმა დაამტკიცა, რომ მისი პროგრესი გრძელდება. კვირას გამართულ შეჯიბრში მან ჯერ 4.55 მეტრი აიღო, შემდეგ 4.90 მეტრით ამერიკის რეკორდი დაამხო, ბოლოს, 5.02 მეტრზე გადახტდა და დარბზებისთვის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ასევე სამჯერ მიიტანა იერიში 5.07 მეტრზე, მაგრამ სამივე ცდა უშედეგო იყო.
გამარჯვების შემდეგ, სურმა განაცხადა, რომ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება ისინბაევას მეორე რეკორდის გაუსჯობესებას. თუ რუსი კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა, ისინბაევასა და სურის დაპირისპირება პირველობის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ელენა ისინბაევა რიომდე რჩება