როგორც სააგენტო AP იტყობინება, ამ აფეთქებაში ეჭვმიტანილნი არიან ამერიკაში რუსეთიდან ჩასული ჩეჩნები - 19 წლის ჯოხარ ცარნაევი და მისი 26 წლის ძმა - ტამერლანი. ეს უკანასკნელი ორი დღის წინ, ღამით პოლიციასთან დაპირისპირებაში დაიღუპა მას შემდეგ, რაც ცარნაევებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჩაცხრილეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი. ჯოხარ ცარნაევმა გაქცევა მოახერხა. ბოსტონის ტერაქტებთან დაკავშირებით კიდევ სამი ადამიანია დაკავებული, თუმცა მათ გვარებს არ ასახელებენ.
ჯოხარ ცარნაევზე ძებნაა გამოცხადებული. ბოსტონსა და მის გარეუბნებში
პოლიციამ ალყა შემოარტყა სახლს, სადაც შეიძლება იმალებოდეს ცარნაევი. ამასთან, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, სად იმყოფება ამ მომენტისთვის ეჭვმიტანილი. ოპერაციის ადგილს პოლიცია აკონტროლებს. ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და აუკრძალეს მათ ეთერში პოლიციის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
როგორც გაირკვა, ჯოხარ ცარნაევი აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა და კემბრიჯის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში იღებდა განათლებას. უფრო მეტიც, მან სტიპენდია მიიღო და 2011 წელს, სასწავლებლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი დონ ბორელი აცხადებს, რომ ძმები ცარნაევები ბოლო დროს რელიგიურ ექსტრემიზმს ქადაგებდნენ. NBC-ს ეთერში ბორელიმ თქვა, რომ ცარნაევები უკავშირდებოდნენ რომელიღაც რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც თურქეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
12 დაღუპული, 50 დაჭრილი - ბოსტონის სისხლიანი მარათონი [VIDEO]