უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკის ქალაქ სანდერლენდში გამართულ მარათონზე - ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ იმ 5 ათასი სპორტსმენისთვის, რომლებიც დისტანციაზე არასწორი მარშრუტით გაუშვეს.
გაუგებრობა მაშინ მოხდა, როცა მარათონის ლიდერი ჯეიკ ჰარისონი ძირითად ჯგუფს დაშორდა და კონკურენტთა თვალთახედვის არედან გაქრა. ჰარისონს თან მიჰყვნენ მარათონზე მომუშავე პერსონალის მანქანები, რის შედეგადაც, ლიდერის გარდა, გარბენის ყველა მონაწილეს აერია მარშრუტი და საბოლოოდ, დისტანციის 264 მეტრი მოიჭრა.
ასე რომ, ორგანიზატორთა შეცდომის შედეგად, 5 ათასზე მეტმა სპორტსმენმა ვერ გაიარა სრული მარათონული დისტანცია.
ორგანიზატორებმა გარბენის მონაწილეებს შესთავაზეს კომპენსაცია
მსგავსი შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა კარდიფის ნახევარმარათონის დროს. ბოლო მომენტში დისტანციის შეცვლამ ის გამოიწვია, რომ მონაწილეებს სრული დისტანციის გარბენამდე 193 მეტრი დააკლდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"