ასე იყო, მაგალითად, ქალებს შორის ჭოკით ხტომაში, სადაც რუსი ლეგენდა ელენა ისინბაევა გამოდიოდა. სერიოზული კონკურენტებიდან მას მხოლოდ სილკე შპიგელბურგი ეპაექრებოდა. ელენამ, ტრადიციულად, 5 მეტრი და 70 სანტიმეტრი შეუკვეთა და კარგა ხანი მოუწია ლოდინი, რადგან მისი კონკურენტები დაბალ სიმაღლეებს ებრძოდნენ. საბოლოოდ, ვერც ერთმა 5.70-მდე ვერ მიაღწია და ისინბაევა მარტო დარჩა სექტორში. მან მეორე ცდიდან აიღო შეკვეთილი
100 მეტრზე ქალებს შორის ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა კარმელიტა ჯეტერს, რომელიც სარბენ ბილიკზე შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს ებრძოდა, მაგრამ მასთანაც წააგო და ბლესინგ ოკაგბარესთანაც. კარმელიტამ ფინიშამდე 15 მეტრით ადრე დაიწყო კოჭლობა, შემდეგ კი ექიმების დახმარება დასჭირდა. გამარჯვება კი ფრეიზერ-პრაისმა მოიპოვა სეზონის საუკეთესო დროით - 10.93 წამი.
ჩინეთის ეტაპზე კიდევ ერთი ტრავმირებული ვარსკვლავი ვიხილეთ. კაცებს შორის 110 მეტრ თარჯრბენში დისტანციას ჩამოშორდა მსოფლიოს რეკორდსმენი ერიეს მერიტი, რომელმაც პირველი ბარიერიც ვერ გადალახა. ამერიკელი ფეხის ტრავმამ დააღალატა. საუკეთესო იყო ჯეისონ რიჩარდსონი - 13.23 წამი.
ამ ეტაპზე თავიანთი გმირი ჰყავდათ ჩინელებს. კაცებს შორის სიგრძეზე ხტომის სექტორში გამოდიოდნენ ლონდონისა და პეკინის ოლიმპიადების გამარჯვებულები, გრეგ რუტერფორდი და ირვინგ სალადინო, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი დუაიტ ფილიპსი. გამარჯვება კი ადგილობრივმა ლი ჟენჟემ მოიპოვა, რომელიც 8.34 მეტრზე გადახტა.
400 მეტრზე სირბილში კირანი ჯეიმსმა დამაჯერებლად აჯობა ლაშოუნ მერიტს. უფრო მეტიც, გრენადელმა გაიმეორა ტურნირის რეკორდი, რომელიც ჯერემი უორინერს ეკუთვნოდა - 44.02. 200 მეტრზე სეზონის ვერც ერთი ფავორიტი ვერ ვიხილეთ, რითაც ისარგებლა იამაიკელმა უორენ ვეირმა - მან სამი მეასედი წამით აჯობა ჯასტინ გეტლინს.
ახლა "ბრილიანტის ლიგა" აშშ-ში გადაინაცვლებს. შემდეგი ეტაპი 25 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოქროსფერი ავტო უსაინ ბოლტისთვის