შეგახსენებთ, რომ ცნობილი მორბენალი ბრალდებულია თავისი შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობაში. თავად სპორტსმენი ამტკიცებს, რომ მკვლელობა ტრაგიკული შემთხვევითობის ბრალია, რადგან ღამით, საკუთარ სახლში ქალი მძარცველად მიიღო.
ამის შემდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა მორბენალის ადვოკატების თხოვნა და უფლება მისცა პისტორიუსს, საზღვარგარეთ იმოგზაუროს ტურნირებზე. თუმცა, როგორც ოსკარის მწვრთნელმა ემპი ლოუვმა განაცხადა, პისტორიუსი 2013 წელს არ აპირებს სტარტზე გასვლას.
"ჩვენ, როგორც გუნდმა, გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით არ ვილაპარაკოთ ვარჯიშებსა და ტურნირებზე. უარი ვთქვით ყველა იმ შეჯიბრზე, რომელიც 2013
ასე რომ, ოსკარ პისტორიუსი არ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულში მოსკოვში გაიმართება.
* * *
ასევე არ ჩავა რუსეთის დედაქალაქში ქალებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 5 და 10 ათას მეტრზე სირბილში, კენიელი ვივიან ჩერუიოტი. ის არ აპირებს ტიტულების დაცვას.
30 წლის სპორტსმენის თქმით, ის გარკვეული ხანი პაუზის აღებას აპირებს კარიერაში. 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩერუიოტმა ვერცხლი აიღო 5000 მეტრზე და ბრინჯაო - 10 000 მეტრზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მძლეოსნობა: ეჭვმიტანილი ოსკარ პისტორიუსი არ უნდა დაიჩაგროს