უსაინ ბოლტი და მარიხუანა

AutoSharing Option
ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან Instagram-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის კომპანია The Pothead Diaries-ის მაისურების გვერდით პოზირებს.

The Pothead Diaries მარიხუანას პროპაგანდას ეწევა. ბოლტის ფოტო აღიქვეს, როგორც რეკლამა. ნარკოტიკებთან ბრძოლის რამდენიმე კომპანიამ და გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს მორბენალი. მოგვიანებით ბოლტმა ეს ფოტო წაშალა თავისი გვერდიდან.

სხვათა შორის, 2009 წელს ბოლტმა აღიარა, რომ იუნიორის ასაკში მარიხუანას ეწეოდა.

მოგვიანებით, ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა აღნიშნულ ფოტოზე კომენტარი გააკეთა. გარდა ამისა, სააგენტო AP-სთან ინტერვიუში ილაპარაკა 2013 წლის სეზონში ცუდ სტარტსა
და თავის ფიზიკურ ფორმაზე.

"შარშან, სეზონის სტარტზე ასევე ცუდ შედეგებს ვაჩვენებდი და ჩვენ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რაში იყო საქმე. მიხვდით, რაში მდგომარეობდა პრობლემა. ასე რომ, ახლა მე მშვიდად ვარ.

ეს გრძელი სეზონია. უბრალოდ, საჭიროა მუშაობის გაგრძელება.

ჩემი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. გაძლიერებულ რეჟიმში ვვარჯიშობ და იმედია, სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერი წესრიგში იქნება.

რაც შეეხება "ტვიტერში" განთავსებულ ფოტოს, ადამიანებს ეხერხებათ არაფრისგან დიდი პრობლემის შექმნა. ამის გამო დიდად არ ვნაღვლობ. ვიცი, ვინ ვარ და რა გამიკეთებია მთელი ამ წლების განმავლობაში"
, - ამბობს ბოლტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოქროსფერი ავტო უსაინ ბოლტისთვის
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული