უსაინ ბოლტს სამი მედალი სჭირდება

AutoSharing Option
მსოფლიოს XIV ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება, მაგრამ უკვე დაფიქსირდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი...

საჩემპიონო წყვილები
ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი ეშტონ იტონი - მთავარი ფავორიტია ათჭიდელთა შეჯიბრში. მისი მეუღლე - ბრიან ტეისენი შვიდჭიდში უმიზნებს მედალს, რადგან მოსკოვში არ გამოვა ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი ჯესიკა ენისი და მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი ტატიანა ჩერნოვა.

ამერიკული წყვილი ოჯახური დუბლის ერთადერთი პრეტენდენტი არ არის. მარია აბაკუმოვა და მისი ქმარი - დმიტრი ტარაბინი სეზონში საუკეთესო შედეგებს ფლობენ შუბის ტყორცნაში. ასევე რუსეთის ნაკრებში არიან ცოლ-ქმარი სერგეი და ანისია
კირდიაპკინები, რომლებიც სპორტულ სიარულში გამოდიან.

ოჯახური ტრადიციები
მსოფლიოს ჩემპიონატზე ოჯახურ თემას ძმები და დები აგრძელებენ. სპორტულ სიარულში გამოვლენ პორტუგალიელები - ჟოან და სერხიო ვიერიები, ჩილელები - ედვარდ და ერკო არაიები, აგრეთვე ყაზახი ტყუპები - აიმან და შოლპან კოჟახმეტოვები. თუმცა თანამედროვე მძლეოსნობაში ყველაზე ცნობილი ტყუპები არიან ბელგიელი ძმები - ჯონათან და კევინ ბორლები, რომლებიც 400 მეტრზე გამოდიან. 4x400 მეტრზე ესტაფეტაში კი მათ უმცროსი ძმა დილან ბორლი შეუერთდებათ.

დები - მიმი და ალმენშ ბელეტები, შესაბამისად, 1500 და 5000 მეტრზე იასპარეზებენ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. მისი ბაჰრეინის ღირსებას დაიცავს, ალმენში - ბელგიის. შვეიცარიის ქალთა ნაკრების თითქმის მესამედი ღვიძლი დებით არის დაკომპლექტებული. სპორტულ სიარულში გამოდიან მარი და ლარი პოლები, ასევე მოსკოვში იმყოფებიან აურელი და ფანეტ იუმერები, რომლებიც 4x100 მეტრზე ესტაფეტის გუნდის წევრები არიან, აგრეთვე მათი და - ელენი, ვინც შვიდჭიდში იბრძოლებს მედლისთვის.

ნაცნობი სახეები
სპორტულ სიარულში ესპანეთის ნაკრები წევრი ხესუს ანხელ გარსია მეთერთმეტედ იასპარეზებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც აბსოლუტური რეკორდია. 43 წლის სპორტსმენი, რომელმაც 1993 წელს, შტუტგარტში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ყველაზე ასაკოვანი ათლეტი იქნება მოსკოვში. სხვათა შორის, ხესუსი არ აპირება თავისი სპორტული კარიერის დასრულებას და პეკინში, მომდევნო ჩემპიონატზე გამოვა.

რუმინელი ბადროს მტყორცნელი ნიკოლეტა გრაზუ მეათედ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისი საუკეთესო შედეგია - ვერცხლის მედალი ედმონტონში, მსოფლიოს 2001 ჩემპიონატზე. ძველი გვარდიიდან ასევე უნდა აღვნიშნოთ 41 წლის ლიტველი ვირგილიუს ალეკნა, რომელიც ბადროს ტყორცნაში გამოდის და მოქმედი ჩემპიონი უროს ტყორცნაში, 38 წლის იაპონელი კოჯი მუროფუში.

სამმაგი მუქარა
მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში არც ერთ ქალ მძლეოსანს არ გაუმარჯვია ერთ ჩემპიონატზე ერთდროულად 100 და 200 მეტრ დისტანციებსა და სიგრძეზე ხტომაში. გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე არც ერთ აფრიკელ ათლეტს არ მოუგია ეს დისციპლინები. ნიგერიელი სპრინტერი ბლესინგ ოკაგბარე ძალიან ახლოსაა ისტორიის გადაწერასთან. ამ სეზონში “ბრილიანტის ლიგის” ეტაპებზე მან ორჯერ მოიგო 100 მეტრი და სიგრძეზე ხტომა, ერთხელ კი 200 მეტრზე გაიმარჯვა. მოსკოვში ოკაგბარე ოთხ დისციპლინაში გამოვა და აქედან ორში, მსოფლიო სეზონის ლიდერი გახლავთ.

სამი მედალი ლუისის რეკორდამდე
რა თქმა უნდა, მოსკოვის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი ინტერესს უსაინ ბოლტის გამოსვლა იწვევს. შესაძლოა, ის არ არის ისეთ ფორმაში, რომ მსოფლიოს რეკორდებით გაახაროს მაყურებელი, მაგრამ მოგება მტკიცედ აქვს განზრახული. ლეგენდარულ ამერიკელ მძლეოსანს კარლ ლუისს მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან რვა - უმაღლესი სინჯისაა. ლუისს სამჯერ გაუმარჯვია 100 მეტრსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, ორჯერ მოიპოვა წარმატება სიგრძეზე ხტომაში.

ბოლტის ამჟამინდელი მონაგარი 7 მედალს შეადგენს და დღეისთვის პლანეტის უსწრაფეს ადამიანს ძალუძს კარლ ლუისის რეკორდის გამეორება.

ფინალების კალენდარი

10 აგვისტო
14:00 ქალები. მარათონი
18:55 კაცები. 10 000 მ.

11 აგვისტო
17:00 კაცები. 20 კმ. სიარული
19:00 ქალები. სიგრძეზე ხტომა
20:15 ქალები. ბადროს ტყორცნა
20:35 კაცები. ათჭიდი
21:05 ქალები. 10 000 მ.
21:50 კაცები. 100 მ.

12 აგვისტო
19:00 კაცები. ჭოკით ხტომა
20:25 ქალები. ბირთვის კვრა
20:30 კაცები. უროს ტყორცნა
21:15 ქალები. 400 მ.
21:30 კაცები. 110 მ/თარჯრბენი
21:50 ქალები. 100 მ.

13 აგვისტო
09:35 ქალები. 20 კმ. სიარული
19:00 კაცები. ბადროს ტყორცნა
19:35 ქალები. ჭოკით ხტომა
20:10 ქალები. შვიდჭიდი
21:10 კაცები. 800 მ.
21:25 ქალები. 3000 მ/სტიპლჩეზი
21:50 კაცები. 400 მ.

14 აგვისტო
08:30 კაცები. 50 კმ. სიარული

15 აგვისტო
19:00 კაცები. სიმაღლეზე ხტომა
19:40 ქალები. სამხტომი
20:20 კაცები. 3000 მ/სტიპლჩეზი
20:45 ქალები. 400 მ/თარჯრბენი
21:00 კაცები. 400 მ/თარჯრბენი
21:20 ქალები. 1500 მ.

16 აგვისტო
19:00 ქალები. უროს ტყორცნა
19:30 კაცები. სიგრძეზე ხტომა
20:10 კაცები. ბირთვის კვრა
20:45 კაცები. 5 000 მ.
21:15 ქალები. 200 მ.
21:30 კაცები. 4x400 მ.

17 აგვისტო
15:30 კაცები. მარათონი
18:00 ქალები. სიმაღლეზე ხტომა
18:35 კაცები. შუბის ტყორცნა
18:55 ქალები. 5 000 მ.
19:30 ქალები. 100 მ/თარჯრბენი
19:45 ქალები. 4x400 მ.
20:05 კაცები. 200 მ.

18 აგვისტო
16:00 ქალები. შუბის ტყორცნა
16:45 კაცები. სამხტომი
17:25 კაცები. 1500 მ.
17:50 ქალები. 800 მ.
18:10 ქალები. 4x100 მ.
18:40 კაცები. 4x100 მ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
100 ათასი მსოფლიოს რეკორდსმენს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული