უსაინ ბოლტს მოსკოვში მხოლოდ გოგონები მოეწონა

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა უსაინ ბოლტმა მოსკოვში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე შეაფასა და რუსებს 10-ბალიანი სისტემით "შვიდიანი" დაუწერა.

ბოლტმა განაცხადა, რომ ტურნირი არ ყოფილა მაღალ დონეზე ორგანიზებული, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

იამაიკელის თქმით, ის ეთანხმება ამერიკელ სპორტსმენებს, რომლებიც ერთფეროვანი საკვების გამო წუწუნებდნენ.

"მე მიჩვეული ვარ, რომ სტადიონი მძლეოსნების გამოსვლებისას მთლიანად სავსეა. აქ კი ასე არ იყო. ამასთან, პერსონალი, რომელიც ტურნირს ემსახურებოდა, თავიდან სწორად არ ასრულებდა თავის მოვალეობებს",
- აღნიშნა ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

უსაინი ამბობს, რომ მას არ
ჰქონია რუს ხალხთან ურთიერთობის პრობლემა.

"აქ ბევრი ლამაზი გოგონაა და ამას აუცილებლად მოვუყვები ჩემს მეგობრებს, როცა იამაიკაში დავბრუნდები",
- დაამატა სპრინტერმა.

ბოლტმა მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე სამი ოქრო მოიგო - 100 და 200 მეტრზე სირბილში და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში. ახლა იამაიკელს კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა ოქრო და ორი ვერცხლი დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
საიტის ადმინისტრაციას. სად დავწერო არ ვიცი და აქ ვწერ. დამთავრდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი და ძალიან ვისახელეთ თავი. სულ 2 მონაწილე გვყავდა. ვინმე პოლონელი ეროვნების, 36 წლის სპორტული სიარულში, რომელიც 3 გაფრთხილებით დისკვალიფიცირებულ იქნა, და 5000 მეტრზე მორბენალი გოგონა. რომელმაც საკვალიფიკაციო გარბენში მოახერხა და ყველა სხვა მონაწილეს 2 წუთზე მეტით ჩამორჩა. ანუ ჩვენი მონაწილე 12 წრიან დისტანციაზე დანარჩენებს 2 წრით ჩამორჩა. ნუ ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ამას წინათ ვიღაცის ინტერვიუს ვკითხულობდი და ადამიანი იძახდა, მძლეოსნობის ფედერაციაში პიარს ვხელმძღვანელობო. აი ეს კი ხურავს! ანუ გვაქვს რაღაცა ფედერაცია (როგორც ჩვენთანაა მიღებული ეტყობა ბიუჯეტიდან ფულსაც იღეებს, აბა საიდენ ეს პიარ მენეჯერები) რომელსაც 1 ნორმალური მწვრთნელი არ ყავს რომ 1 სპორტსმენი მაინც მოამზადოს 47დან (!!!) 1 სახეობაში მაინც. კაი, სირბილშI ძნელია ევროპელებისთვის, მაგრამ სატყორცნ და საკრავ სახეობებში რაინც რა გვჭირს? და თუ 1 ნორმალური სპერტსმენი არ გვყავს, ეს ფედერაცია და მაგისი პიარ მენეჯერების და კიდევ ადმინისტრაციის შენახვა რად გვინდა? რა სარგებლობა მოაქვთ?
buxuti
19:44 20-08-2013
0
ხო, და კიდევ 1 რამე დამავიწყდა. ქართულმა გამოცემებმა, და მატ შორის ამ საიტმა რატომ არაფერი თქვით ამ 'მამულიშვილურ' შედეგებზე, რომელიც მძლეოსნობაში გვაქვს?
buxuti
19:46 20-08-2013
0

სიახლეები პოპულარული