მაშინ სპორტსმენმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე სირბილში (9.79 წამი), მაგრამ სამი დღის შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო აკრძალული პრეპარატის მიღების გამო.
"ხალხი ამბობს, რომ დრო მკურნალია, - აცხადებს 51 წლის ჯონსონი BBC-თან კომენტარში. - მაგრამ მე ამის არ მჯერა. ტკივილი ბოლომდე არ გადის და გონებაში რჩება შეგრძნება იმისა, რაც ჩავიდინე. როცა პირველად გავედი სარბენ ბილიკზე, ვფიქრობდი, რომ სპორტსმენები ბევრს ვარჯიშობენ, მათ
მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, გავხდი საუკეთესო და წავაგე ყველაფერი. გარკვეულწილად, საკუთარი თავი მსხვერპლად მიმაჩნია. არ მინდა, რომ ჩემი სახელი გაიხსენონ მაშინ, როცა ვინმე დოპინგზე ჩავარდება. ეს არასამართლიანია. რატომ მიჩნიათ ბენ ჯონსონი ყველაზე დიდ მატყუარად სპორტში?"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"