ბენ ჯონსონი: რატომ მხოლოდ მე?

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილმა კანადელმა მძლეოსანმა ბენ ჯონსონმა აღიარა, რომ დღემდე არ დავიწყებია სადოპინგო სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე.

მაშინ სპორტსმენმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე სირბილში (9.79 წამი), მაგრამ სამი დღის შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო აკრძალული პრეპარატის მიღების გამო.

"ხალხი ამბობს, რომ დრო მკურნალია, - აცხადებს 51 წლის ჯონსონი BBC-თან კომენტარში. - მაგრამ მე ამის არ მჯერა. ტკივილი ბოლომდე არ გადის და გონებაში რჩება შეგრძნება იმისა, რაც ჩავიდინე. როცა პირველად გავედი სარბენ ბილიკზე, ვფიქრობდი, რომ სპორტსმენები ბევრს ვარჯიშობენ, მათ
კარგი მწვრთნელები ჰყავთ, ამიტომაც გააჩნიათ კარგი შედეგები. მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა მითხრა: "ეს ის არის, რასაც შენი მეტოქეები აკეთებენ. შენ კი კიდევ ერთი რამ უნდა გააკეთო".

მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, გავხდი საუკეთესო და წავაგე ყველაფერი. გარკვეულწილად, საკუთარი თავი მსხვერპლად მიმაჩნია. არ მინდა, რომ ჩემი სახელი გაიხსენონ მაშინ, როცა ვინმე დოპინგზე ჩავარდება. ეს არასამართლიანია. რატომ მიჩნიათ ბენ ჯონსონი ყველაზე დიდ მატყუარად სპორტში?
"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული