რუსების დოპინგი ისევ დადასტურდა

AutoSharing Option
ბრიტანულ გამოცემა "ტელეგრაფს" ხელში ჩაუვარდა "შავი სია", რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2014 წლის სეზონში, 39 ქვეყნის 225 მძლეოსნის დოპინგ-სინჯმა აჩვენა დადებითი შედეგი.

ლიდერობს რუსეთი - ამ ქვეყნის 58-მა სპორტსმენმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი. მეორეზეა კენია - 25 სპორტსმენი. სიაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სამი ჩემპიონია, აგრეთვე, წინა ოლიმპიადების გამარჯვებულები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და მსოფლიოს რეკორდსმენები. "ტელეგრაფი" მძლეოსნების გვარებს არ ასახელებს.

ამასობაში, მორიგ დოპინგ-სკანდალს დაუდო სათავე გერმანულმა ტელეარხმა WDR-მ. ორი დღის წინ ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გერმანელი ჟურნალისტები
ამტკიცებენ, რომ 150 სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატის კვალი, მაგრამ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ არ ჩაატარა მათი ოფიციალური ტესტირება. ასოციაცია გერმანული მხარის ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მეორე გერმანულ არხზე - ARD-ზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუს სპორტსმენებს დოპინგის მიღებაში ამხელს.

დღეს ამ ფილმში მოყვანილ ფაქტებს იძიებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, დოპინგ-სკანდალმა კი ის გამოიწვია, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი რიგებიდან გარიცხა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული