უსაინ ბოლტის წლის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, ფიფას დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად, მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის საკუთარი თავიც შეიყვანა.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა უსაინ ბოლტისგან: დავიდ დე ხეა, ნემანია ვიდიჩი, დიეგო გოდინი, დანტე, გაელ კლიში, მაიკლ კერიკი, უსაინ ბოლტი, იაია ტურე, სესკ ფაბრეგასი, რადამელ ფალკაო, სერხიო აგუერო.

აღვნიშნავთ, რომ ბოლტმა ადრე არაერთხელ დაადასტურა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული