უსაინ ბოლტის პირველი გარბენი

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა 2015 წლის სეზონში პირველი ოფიციალური სტარტი გამართა.

მან მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ტურნირში. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი იყო, სწორედ იამაიკელი სპრინტერი გახლდათ მთავარი ვარსკვლავი. და უსაინმაც არ გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს.

ამჯერად, ბოლტმა 200 მეტრზე გამოსვლა გადაწყვიტა და დიდი უპირატესობით მოიგო გარბენი. თუმცა შედეგი საკმაოდ დაბალი იყო - იამაიკელი 20 წამიდან ვერ გამოვიდა - 20,13 წამი. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი აიზია იანგი - 20,35 წამი, მესამეზე ბერძენი ლიკურგოს-სტეფანოს
ცაკონასი - 20,62.

შეგახსენებთ, რომ 200 მეტრზე უსაინ ბოლტის რეკორდი 19,19 წამს შეადგენს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ 100 მეტრზე რბენაში კიდევ ერთი ცნობილი იამაიკელი სპრინტერის ასაფა პაუელის გამარჯვება. მისი დრო იყო 10,04 წამი. იანგი აქაც მეორე იყო 10,13 წამით, მესამეზე გავიდა ბრიტანელი რიჩარდ კილტი - 10,31 წამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული