მძლეოსნობის ისტორიაში მე-10 შედეგი ორეგონის კოლეჯის სტუდენტმა დააფიქსირა

AutoSharing Option
ორეგონის შტატში გამართულ კოლეჯების ჩემპიონატში მძლეოსნობის ისტორიაში 100 მეტრზე მეათე შედეგი დაფიქსირდა.

ამერიკელმა სტუდენტმა ტრეივონ ბრომელმა "მოკლე სპრინტი" 9.84 წამში გაირბინა. "ძალიან გაკვირვებული ვარ. არ ველოდი, რომ ასე სწრაფად გავირბენდი", - აღნიშნა ტურნირის შემდეგ 19 წლის სპრინტერმა.

მან ეს შედეგი მეოთხე საკვალიფიკაციო გარბენისას აჩვენა. 9.84 წამი მიმდინარე სეზონის მეორე დროა. 2015 წლის ლიდერი გახლავთ ბრომელის თანამემამულე ჯასტინ გეტლინი, რომელმაც მაისში, "ბრილიანტის ლიგის" ერთ-ერთ ეტაპზე 9.74 წამი დააფიქსირა.

სხვათა შორის 2014 წლის მაისში ბრომელმა იგივე დისტანცია 9.77 წამში დაფ
არა, თუმცა შედეგი არ ჩაუთვალეს ძლიერი ქარის გამო.

შეგახსენებთ, რომ 100 მეტრზე მსოფლიოს რეკორდი 9.58 წამს უდრის და ის 2009 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზეა დამყარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული