მიუხედავად იმისა, რომ პარიზში არ ჩავიდა უსაინ ბოლტი, "სტად დე ფრანსის" სარბენ ბილიკზე საინტერესო მოვლენები მრავლად იყო. რად ღირს თუნდაც ფენომენალური 100 მეტრი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისის შესრულებით. მან ისტორიაში მეექვსე დრო აჩვენა და
ერთბაშად ორმა სპორტსმენმა შეძლო 110 მეტრზე თარჯრბენში 13 წამიდან გამოსვლა. ორლანდო ორტეგა გაუსწორდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დევიდ ოლივერს, თან ამ დისციპლინის ისტორიაში 10 უსწრაფეს სპორტსმენთა სიაში ჩაეწერა.
სეზონის კიდევ სამი რეკორდი კენიელებმა განაახლეს - იუნის ჯეპკოეჩ სუმმა (800 მ), სილას კიპლაგატმა (1500 მ) და ჯარიუს კიპჩოგე ბირეჩმა (3000 მ სტიპლჩეზი). ფრანგებს კი შეუძლიათ იამაყონ ჯიმი ვიკოთი - ადგილობრივმა სპრინტერმა 100 მეტრი 9.86 წამში გაირბინა, რაც არა მხოლოდ საფრანგეთის რეკორდი, არამედ ევროპის რეკორდის გამეორებაა.
სამ წელზე მეტია სამხტომის სექტორში არ აგებს კატრინ იბარგუენი. პარიზში კოლუმბიელი 15 მეტრამდე ვერ გადახტა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.
ხტომებში ყველა ელოდა გამარჯვებებს რენო ლავილენისგან და მუთაზ ბარშიმისგან, მაგრამ ფრანგმა კრახი განიცადა კონსტანტინოს ფილიპიდისთან ბრძოლაში, ყატარელმა ბარშიმმა კი პირველობა დაუთმო დანიილ ციპლაკოვს. რეკორდის გარეშე არ ჩაუვლია ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრს - ბერძენმა ნიკოლეტა კირიაკოპულუმ ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ჯენიფერ სურის სეზონის საუკეთესო შედეგი და სათავეში ჩაუდგა "ბრილიანტის ლიგის" ჩათვლას.
კაცები
100 მ. 1. ასაფა პაუელი (იამ) - 9,81; 400 მ. 1. ვეიდ ვან ნიკერკი (ს. აფრ) - 43,96; 1500 მ. 1. სილას კიპლაგატი (კენ) - 3:30,12; 110 მ/თარჯრბენი. 1. ორლანდო ორტეგა (კუბ) - 12,94; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ჯარიუს კიპჩოგე ბირეჩი (კენ) - 7:58,83; სიგრძეზე ხტომა. 1. მაიკლ ჰარტფილდი (აშშ) - 8,19 მ. სიმაღლეზე ხტომა. 1. დენის ციპლაკოვი (რუს) - 2,32 მ. ბადროს ტყორცნა. 1. პეტრ მალახოვსკი (პოლ) - 65,57 მ. ჭოკით ხტომა. 1. კონსტადინოს ფილიპიდისი (საბ) - 5,91 მ.
ქალები
100 მ. 1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამ) - 10,74; 800 მ. 1. იუნის ჯეპკოეჩ სუმი (კენ) - 1:56,99; 5000 მ. 1. გენზებე დიბაბა (ეთი) - 14:15,41; 400 მ/თარჯრბენი. 1. ზუზანა გეინოვა (ჩეხ) - 53,76; სამხტომი. 1. კატრინ იბარგუენი (კოლ) - 14,87 მ; ჭოკით ხტომა. 1. ნიკოლეტა კირიაკოპულუ (საბ) - 4,83; ბირთვის კვრა. 1. კრისტინა შვანიცი (გერ) - 20,31; შუბის ტყორცნა. 1. ბარბორა შპეტაკოვა (ჩეხ) - 64,42 მ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"