რუსმა ჩემპიონმა ფული უნდა დააბრუნოს

AutoSharing Option
ჩიკაგოს მარათონის ორგანიზატორებმა რუს მძლეოსანს ლილია შობუხოვას საპრიზო თანხის სრულად დაბრუნება მოსთხოვეს, რომელიც მან ამ გარბენის რამდენჯერმე მოგებისთვის მიიღო, - იტყობინება გაზეთი Chicago Tribune.

კერძოდ, რუსმა ორგანიზატორებს უნდა დაუბრუნოს 850 ათასი დოლარი. დოპინგის გამოყენებაში მხილებულ მძლეოსანს ჩამოართვეს მარათონში 2009, 2010 და 2011 წლებში მოპოვებული გამარჯვებები.

შობუხოვამ ორი წლის წინ, 2014 წლის აპრილში მიიღო დისკვალიფიკაცია ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. იმავე წელს, გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ რუსი თავის ფილმში აჩვენა, რომელშიც მოთხრობილი იყო რუსეთში დოპინგის მიღების რეგულარულ ფაქტებზე. შედეგად, გაუქმ
და რუსი მორბენლის შედეგები ჩიკაგოსა და ლონდონის მარათონებზე 2009-11 წლებში.

შობუხოვა მონაწილეობდა ლონდონის 2012 წლის თამაშებში, მაგრამ 23-ე კილომეტრზე მიატოვა დისტანცია ფეხის ტრავმის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული