მსოფლიოს ჩემპიონატი: კენიელები იგებენ და დოპინგზე ვარდებიან

AutoSharing Option
ორი კენიელი მორბენალი - ჯოის ზაკარი და კოკი მანუნგმა პეკინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დოპინგის მიღებაში ამხილეს.

პრესაში არ აზუსტებენ აკრძალული პრეპარატის დასახელებას, რომელიც სპორტსმენებმა გამოიყენეს. თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ლაპარაკია ნანდროლონზე - ის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების კვალს მალავს.

ზაკარიმ 400 მეტრზე წინასწარ გარბენში კენიის რეკორდი დაამყარა - 50.71 წამი, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით არ გავიდა შემდეგი რაუნდის სტარტზე. მანუნგამ 400 მეტრზე თარჯრბენის საკვალიფიკაციო გარბენში 58.96 წამი აჩვენა, ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ვერ მოხვდა.

* * *
გუშინ, პეკინში მედლების ხუთი
კომპლექტი გათამაშდა, რის შემდეგაც კენიის ნაკრებმა გაიმყარა ლიდერობა მედლების ჩათვლაში. ამ გუნდს ექვსი ოქრო აქვს.

კაცები
შუბის ტყორცნა
1. ჯულიუს იეგო (კენ) - 92,72; 2. იჰაბ აბდ ელ-რაჰმან ელ-საიედი (ეგვ) - 88,99; 3. ტერო პიტკამიაკი (ფინ) - 87,64...
400 მ.
1. ვაიდე ვან ნიკერნი (ს. აფრ) - 43,48; 2. ლაშონ მერიტი (აშშ) - 43,65; 3. ჯეიმს კირანი (გრენ) - 43,78...

ქალები
ჭოკით ხტომა
1. იარისლეი სილვა (კუბ) - 4,90; 2. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,85; 3. ნიკოლეტა კირიაკოპულუ (საბ) - 4,80...
400 მ/თარჯრბენი
1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხ) - 53,50; 2. შამიერ ლიტლი (აშშ) - 53,94; 3. კასანდრა ტეიტი (აშშ) - 54,02....
3000 მ/სტიპლჩეზი
1. ჰივინ კიიენგ ჯეპკემოი (კენ) - 9.19,11; 2. ჰაბიბა გრიბი (ტუნ) - 9.19,24; 3. გეზა ფელიციტას კრაუზე (გერ) - 9.19,25...

მედლების ჩათვლა (TOP10)
ო ვ ბ ს
1. კენია 6 3 2 11
2. ბრიტანეთი 3 0 0 3
3. იამაიკა 2 0 1 3
4. კუბა 2 0 0 2
5. აშშ 1 3 5 9
6. გერმანია 1 2 2 5
7. ეთიოპია 1 2 0 3
8. პოლონეთი 1 1 3 5
9. კანადა 1 1 1 3
10. ჩეხეთი 1 0 0 1
11. ს. აფრიკა 1 0 0 1
12. ესპანეთი 1 0 0 1
13. ერითრეა 1 0 0 1
14. კოლუმბია 1 0 0 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული