დოპინგი: რუსეთი მძლეოსნობის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა. ამის შესახებ წერს BBC News. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 22-მა ადამიანმა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს რუსი მძლეოსნების რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი. ამისთვის საჭიროა, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი რიგი მოთხოვნების შესრულება. თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის სებასტიან კოეს თქმით, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ რუს მძლეოსნებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნებას დართავენ.

* * *
გერმანიაში დოპინგის შესახებ ახალი კანონი მიიღეს. კერძოდ, აკრძალული პრეპარატის მოხმარებისთვის ან შენახვისთვის სპორტსმენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, კანონის მოქმედების ქვეშ ხვდებიან პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე და ექვემდებარებიან გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს კონტროლს.

დოპინგის გამოყენების და შენახვის ფაქტის დადასტურების (დადებითი ტესტის ჩაბარების გარეშე) შემთხვევაში, ათლეტებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ექიმებსა და და სხვა პირებს - 10 წლამდე.

"ამ კანონით" ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ ყველა მატყუარა სპორტსმენს", - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, კერძოდ, იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა უკვე მიიღეს მსგავსი კანონები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული