2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 4x100 მეტრზე ესტაფეტაში უსაინ ბოლტის თანაგუნდელს ნესტა კარტერს სისხლში აკრძალული პრეპარატი მეთილგექსანამინი აღმოუჩინეს. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალისტებმა 2008 წლის ოლიმპიადის 454 დოპინგ-სინჯი გადაამოწმეს და კარტერი აღმოჩნდა ერთ-ერთი, ვინც რვაწლიანი დაგვიანებით დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს.
იამაიკის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბოლტი, კარტერი, ფრეიტერი და პაუელი, მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა - 37.1 წამი.
მეთილგექსანამინი 2004 წლიდან შედის აკრძალული პრეპარატების სიაში.
ამ მომენტისთვის ნესტა ფეხის ტრავმას მკურნალობს. სპრინტერი რიოს ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლას აპირებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"