22:03 24-07-2016
რიო 2016. მძლეოსნობა: დაგვიანებული რეკორდი
AutoSharing Option
მან დისტანცია 12.20 წამში დაფარა და მძლეოსნობაში ერთ-ერთი ყველაზე "ხანდაზმული" რეკორდი დაამხო, რომელიც ლეგენდარულ იორდანკა დონკოვას ეკუთვნოდა. ბულგარელმა 1988 წელს, 100 მეტრზე თარჯრბენში 12.21 წამი აჩვენა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰარისონს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ვიხილავთ, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ, აშშ-ის ჩემპიონატზე მან მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ დაისახა კენდრამ მიზნად მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება, რაც გამოუვიდა კიდეც.
ლონდონის ეტაპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უსაინ ბოლტის დაბრუნება, რომელიც კარგა ხანი მკურნალობდა ტრავმას. ლეგენდარულმა იამაიკელმა 200 მეტრზე გაირბინა და მოიგო დისტანცია შედეგით - 19.89 წამი. ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერთადერთი იყო, ვინც 20 წამიდან გამოსვლა მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული