დაწინაურდა ილიაუნი

AutoSharing Option
თბილისის სპორტულ ბაზებზე დასასრულს უახლოვდება საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კომპანია ”რომპეტროლის” ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული ”უნივერსიადა-2011”.

ჩემპიონები და პრიზიორები უკვე გამოვლინდნენ 16 სახეობაში. საერთო გუნდურ ჩათვლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენები დაწინაურდნენ. მათ 13 ოქროს, 11 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი (სულ-36) მოიხვეჭეს. მართალია, ჯილდოების საერთო რაოდენობა თსუ-ს (11, 14, 13) და აგრარულ უნივერსიტეტს (10, 11, 17) მეტი აქვთ, მაგრამ ისინი ილიაუნელებს ოქროებით ჩამორჩებიან.

უნივერსიადის პროგრამით მე-16 სახეობა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტკომპლექსმა უმასპინძლა, იყო მკლავჭიდი.
დაძაბული პაექრობების შემდეგ წონითი კატეგორიების მიხედვით პირველ ადგილებზე გავიდნენ: მარჯვენა ხელით - ნიკა წერეთელი (თსუ, 65 კგ), თორნიკე სიმონია (თსუ, 70), გიგა შერაზადიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 75), ვანო ხარებაშვილი (თსუ, 80), მერაბ კაკაბაძე (აგრარული უნივერსიტეტი, 85), ვალერი გობეჯიშვილი (საავიაციო უნივერსიტეტი, +85). ცაციათი - ნიკა წერეთელი (თსუ, 65), თამაზ კვარაცხელია (აგრარული უნივერსიტეტი, 70), ლაშა დორეული (თსუ, 75), ზაზა თაბაგარი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 80), ვახტანგ ბერიძე (სდასუ, 85), ვასილ დაუთაშვილი (სტუ, +85).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული