მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
პოლონურ გდანსკში მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ, რომელმაც 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ჯერ ცაციათი დაჩაგრა მეტოქეები - ფინალში უკრაინელ სერგეი ტოკარევს სძლია, ხოლო მარჯვენა მკლავით თურქ ფერიტ ოსმანლის აჯობა (მესამე ადგილი რუს არტიომ გრიშინს ერგო).

გდანსკში მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალი ჯაბა გეთიაშვილმა დაიმსახურა - ფინალური პაექრობა მან მარცხენათი ვიცე-ჩემპიონ ვლადიმირ მნაცაკანიანთან (სომხეთი) დათმო. მესამე იყო პოლონელი რაფალ ვოზნი.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან კვარცხლბეკთან ახლოს იყო ვილენ გაბრავა, რომელმაც
65 კილოში ორივე მკლავით მე-4 ადგილები დაიკავა.

მძიმე წონაში ჩვენმა თანამემამულე გელა ხუბიაშვილმა ვერცხლის მედალი უკრაინას მოუტანა - გადამწყვეტი პაექრობა თანაგუნდელ ანდრეი რუშკასთან წააგო.

"ისევ მწვერვალზე" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული