ქართველ მკლავჭიდელთა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
10-17 სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან ვისენტეში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.

ქართველმა მკლავჭიდელებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ყველაზე პრესტიჟულ - 110 კგ წონით კატეგორიაში გენადი კვიკვინია დაეუფლა, რომელმაც 2 ოქროს მედალი აიღო მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის.

დიდებს შორის ვერცხლის მედალი 75 კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ მათიაშვილმა (მარჯვენა მკლავი) მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო აიღო ჯაბა გეთიაშვილმა (მარცხენა მკლავი).

ახალგაზრდებს შორის საქართველოს 2 მედალი მოუტანა გურამ აბულაშვილმა, 65
კგ წონით კატეგორიაში აბულაშვილმა მემარცხენეებს შორის ვერცხლის მედალი აიღო, მემარჯვენეებს შორის კი ბრინჯაო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის პრეზიდენტ ერეკლე გურჩიანთან ერთად, ბრაზილიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 სექტემბერს, 14:35 წუთზე ჩამოფრინდებიან.

სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული