წლეულს ჩვენი ბიჭები უკეთ არიან მომზადებულნი და მოტივირებულნიც. ლიტვაში, სადაც 5-13 მაისს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, საქართველოს მკლავჭიდელთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაემგზავრება.
როგორც ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა გვითხრა, ნაკრები საქართველოს წლევანდელი ჩემპიონებით დაკომპლექტდა.
უფროსებში 17 სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს. მათგან გელა არაბული (60 კგ. ახმეტა), კობა მამამთავრიშვილი (70, წყნეთი), რეზო ლუტიძე (+110, თბილისი) დებიუტანტები არიან.
ბალტიისპირეთში, მათ გარდა, საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი
როგორც ვხედავთ, ბალტიისპირეთში საალაფოდ გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენები მიემგზავრებიან და, იმედია, შინ უხვი ნადავლითაც დაბრუნდებიან.
"წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მეტი მედალი გვაქვს დაგეგმილი. ბიჭები კარგ სპორტულ ფორმაში არიან და, ვფიქრობ, არ დაგვაღალატებენ. ჯილდოებს ჭაბუკებისა და ახალგაზრდებისგანაც ველით. ამ ასაკებში კი საპრიზო ადგილებისთვის მარინე ფუტკარაძე, იმედა ჭინჭარაული (ორივე - 55 კგ), თორნიკე ქოროღლიშვილი (60), გურამ აბულაშვილი, ნიკოლოზ წერეთელი (ორივე - 65), გიორგი ქოროღლიშვილი, ბესიკ ლეკიაშვილი (ორივე - 75) და ვალერი მელაძე (80) იბრძოლებენ", - გვითხრა ერეკლე გურჩიანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"