ქართველი მკლავჭიდელების ბევრი ოქრო და ვერცხლ-ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი - ასეთი ალაფით დაბრუნდნენ ქართველი სპორტსმენები მკლავჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა.

შეჯიბრებაში 49 ქვეყნის 1000-ზე მეტი ათლეტი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

ქართველთაგან განსაკუთრებით რევაზ ლუტიძემ (მძიმე წონა) იყოჩაღა - მარჯვენა მკლავით 9 მეტოქეს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მანვე ცაციათი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

უფროსებში მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს და მეორე ადგილებს დასჯერდნენ გიორგი თვალიაშვილი (85 კგ, მარჯვენა) და ირაკლი გამთენაძე (90
კგ, მარჯვენა), ხოლო მესამე ადგილებზე ვასილ დაუთაშვილი (100 კგ, მარჯვენა) და ჯაბა გეთიაშვილი (80 კგ, მარცხენა) გავიდნენ.

უფროსებს მხარი აუბეს ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა - მათ სამ-სამ ოქროს, თითო ვერცხლს და ბრინჯაოს გამოჰკრეს ხელი. ახალგაზრდებში ორი პირველი ადგილი დაიკავა იმედა ჭინჭარაულმა (55 კგ), რომელმაც როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით აჯობა ყველას.

მსგავს წარმატებას მიაღწია ჭაბუკებში გურამ აბულაშვილმა (65), თითო ოქრო ნიკოლოზ წერეთლისა (65, მარჯვენა) და ვალერი მელაძის (80, მარცხენა) ანგარიშზეა.

ახალგაზრდებში ბრინჯაო ერგო მერაბ კაკაბაძეს (80, მარცხენა), ხოლო ჭაბუკებში ვერცხლი - ელჩინ ბინატოვს (80, მარჯვენა).

მსოფლიოს ჩემპიონატში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ქართველთაგან ბესიკ ლეკიაშვილმა (75, მარჯვენა) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული