საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას 2006 წლიდან სოსო ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ფედერაციამ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გამართა. 51-მა დელეგატმა მომავალი ოთხწლიანი ვადით პრეზიდენტის პოსტზე მხარი ტიტულოვანი სპორტსმენის ერეკლე გურჩიანის კანდიდატურას დაუჭირა. ვიცე-პრეზიდენტებად ვილენ სერგია და გიორგი თვალიაშვილი, გენერალურ მდივნად კი აკაკი ჯაფარიძე აირჩიეს.
ერეკლე გურჩიანმა დელეგატებს 2011-2014 წლების სამუშაო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია საქართველოში მკლავჭიდის გეოგრაფიის გაზრდა, ახალი ცენტრებისა და სექციების გახსნა, ნაკრები გუნდებისათვის საწვრთნელი შეკრებების ჩატარება, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, სპორტის სამინისტროსთან და კერძო ბიზნესთან
აქტიური თანამშრომლობა, რათა მკლავჭიდს უწინდელი პოპულარობა დაუბრუნონ.
ფოტო: sport.gov.ge