ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მასპინძელთა გარდა, მონაწილეობდნენ ირანის, რუსეთისა და თურქეთის გუნდები, რომლებსაც საქართველოდან აჭარისა და ქუთაისის ნაკრებები დაემატნენ.
განსაკუთრებით აჭარამ იყოჩაღა, რომელმაც მოიგო ყველა დისციპლინა - ქალებიც, ვაჟებიც, პირადიც, გუნდურიც და შერეული წყვილებიც.
ქალთა შორის ჩვენები უპირობო ფავორიტები იყვნენ და საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მოწინავე ადგილებსაც ისინი ინაწილებდნენ - იულია ლობჟანიძე 579 ქულით პირველი იყო, ხათუნა ნარიმანიძე 568-ით - მეორე. მათ პლეი ოფშიც იყოჩაღეს, ყველა მეტოქე ჩამოიცილეს და ფინალში
მესამეზე რუსი კირა ანდრეევა გავიდა.
ვაჟებში აჭარას ქალებივით სოლიდური გუნდი არ ჰყავდა, თუმცა ოქრო მაინც მოიპოვეს - ჩემპიონი ხელვაჩაურელი მამუკა შუშაძე გახდა. ის შესარჩევში 562 ქულით მესამე იყო, მაგრამ პლეი ოფში კარგად იბრძოლა, ფინალშიც გავიდა, იქ კი შესარჩევის მომგებ (568 ქულა) თურქ ტუნჩ კუჩუკაილარის დააყრევინა ფარ-ხმალი. ბრინჯაო მასპინძელმა ზაურ გახრამანოვმა მოიპოვა.
ქალთა შორის გუნდურში გამარჯვება აჭარლებს დარჩათ, სადაც მთლიანად ხელვაჩაურელები - ლობჟანიძე, ნარიმანიძე და ანა დუმბაძე გამოდიოდნენ. ფინალში მათ რუსებს სძლიეს.
ხელვაჩაურელები შეადგენდნენ ნაკრების უმეტესობას ვაჟებშიც - შუშაძე და ახლახან საქართველოს ზამთრის თასის მფლობელი გიორგი შაინიძე, რომლებსაც ბათუმელი არჩილ ფარსენაძეც დაემატა.
ფერადი არც ამ ტრიომ დაუთმო ვინმეს, ფინალში კი ბაქოს ნაკრებს აჯობეს. მესამეზე ირანის გუნდი გავიდა.
შერეულ წყვილებში ლობჟანიძისა და ფარსენაძის დუეტმა გაიმარჯვა, მომდევნო საპრიზო ადგილებზე კი ბაქოელები გავიდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"