ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ნარიმანიძე ტურნირის ბოლო დღეს, 28 თებერვალს მეორე გერმანელს, ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვას შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალამდე ნარიმანიძემ ასევე 7:1 დაამარცხა ბერძენი არიადნა ჩორტი, მერვედფინალში მასპინძლებს მოუკლა იმედი - სლოვენიელ ანა უმერს სამივე სეტში აჯობა და 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი იტალიელ ჯულია მამის ისევ "მშობლიური" ანგარიშით
ჩვენი ქალთა ნაკრების სხვა წევრებიდან პირველივე წრეში მოულოდნელად დამარცხდა გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, თუმცა კი მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან გადასროლაში წააგო - 9:10, სეტებში კი საბოლოოდ 5:6 დამარცხდა.
იულია ლობჟანიძემ ესტონელ ლაურა ნურმასალუს 1/19-ფინალში 6:0 მოუგო, მაგრამ მერე ძლიერ გერმანელ კარინა ვინტერთან 3:7 წააგო.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი სამივე მანდილოსანი ხუთეულში მოხვდა - ლობჟანიძე მეორე იყო, ესებუა - მესამე, ნარიმანიძე - მეხუთე, თუმცა მეოთხეადგილოსანს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
ვაჟთა შორის პირველივე წრიდან გამოვარდა ლაშა ფხაკაძე - რუს ალექსანდრ კოზინთან 2:6 წააგო.
დღესვე, 26 თებერვალს, რამდენიმე საათში საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმებიან ჩვენი ახალგაზრდებიც. ბიჭებში ვლადიმერ დოლიძე იტალიელ დავიდ პასკუალეს შეხვდება, გოგოებში კი ნარიმანიძის ქალიშვილი ციკო ფუტკარაძე სერბი მინა სიბალიჩის ძლევას შეეცდება.
გუნდური ტურნირის პლეი ოფში მხოლოდ ჩვენი ქალთა ნაკრები გამოვა, რომელიც პირველი წრის შეხვედრას 27 თებერვალს გამართავს ავსტრიელებთან.
შეგახსენებთ, რომ ესაა ევროპის ზამთრის, ანუ დარბაზის ჩემპიონატი, რომელიც არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება.