ლევან მაყაშვილი აშშ-ში საპატიმროს დღეს დატოვებს

AutoSharing Option
აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლევან მაყაშვილის მეუღლე თათა შავლაყაძემ განუცხადა.

როგორც თათა შავლაყაძემ განმარტა, სპორტსმენს აშშ-ის დროით დაახლოებით 12:00-13:00 საათისთვის გაათავისუფლებენ.

"დღეს შუამავალი ხელს მოაწერს და დაახლოებით 12:00-13:00 საათზე გამოვა", - განაცხადა თამთა შავლაყაძემ.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს,
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე საპატიმროში რჩება.

- "ხურციძის საქმეში არის ვიდეო, რის გამოც მოსამართლემ თავდებით მის გაშვებაზე უარი თქვა"

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული