თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები - ლევან მაყაშვილი თავისუფალია

AutoSharing Option
თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან მაყაშვილმა განუცხადა. მაყაშვილი 13 ივნისს სასამართლომ თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.

"თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები. ამ ეტაპზე ესაა, რაც შემიძლია გითხრათ", - განაცხადა მაყაშვილმა.

მისი ადვოკატის, ლევან ნატალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე შეეფარდა გირაო, თუმცა მცირე რაოდენობით.

"ლევანი გაათავისუფლა სასამართლომ. იგი გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, თავდებით და ასევე, გირაოთი, რომელიც შეადგენს მცირე თანხას", - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე
დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენია - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანუ, სანამ სასამართლო იქნება თავისუფალია. სასამართლო როდის აქვს?

ნათია, სანამ ლაფს ესვრი ვინმეს დაფიქრდი. სასამართლო ჯერ არ ქონია და მისი დამნაშავეობა არ დაუმტკიცებიათ. ასე რომ, მანამდე უდანაშაულობის პრეზუმპცია მოქმედებს. არცერთ საღადმოაზროვნე ქართველს არ უნდა რომ მაყაშვილი და ხურციძე ქურდული სამყაროს და მაფიის წევრი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ისინი მართლა დამნაშავეები აღმოჩნდებიან, და სასამართლო მიუსჯის მათ სასჯელს, მაშინ გავაკრიტიკოთ.
ლუკა
10:29 14-06-2017
0
.ესეთია არის ჩვენი ცხოვრების წესი , საბჭოეთიდან მოყოლებული დღემდე, კაი ბიჭობის ინსტიტუტით, საქმეების ქურდული გარჩევით,უბანში ვაიკრიმინალი ნარკომან-ავტორიტეტებით, დაბოლილ-ბიო-,,დამარილებულ''-სვეტსკი ბიჭუნებ-გოგონებით,გაალკაშებული ბიძებით,თურქეთში გაქცეული დედებით
დავითპაპა
11:29 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული