შერეული ორთაბრძოლები: სიკვდილი ბრძოლამდე

AutoSharing Option
უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. შერეული ორთაბრძოლების მონაწილე, ბრაზილიელი ლეანდრო კაეტანო დე სოუზა ერთ-ერთი ბრძოლის წინ გარდაიცვალა.

ამის შესახებ "ფეისბუკში" დაწერა მებრძოლის მწვრთნელმა ანდრე პედერნეირასმა. მანვე დაამატა, რომ ორგანიზატორებმა გააუქმეს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დე სოუზას. ტურნირი 27 სექტემბერს რიო-დე-ჟანეიროში უნდა გამართულიყო.

მოგვიანებით, პედერნეირასმა გამოცემა Globo Esporte-ს მოუყვა, რომ აწონვის პროცედურის წინ, დე სოუზა წონის დაგდებას ცდილობდა. მწვრთნელმა განაცხადა, რომ მებრძოლი საუნაში იმყოფებოდა, როცა ცუდად გახდა. სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. გარდა ამისა, 26 წლის დე სოუზა რაღაც პრეპარატებს
იღებდა, თუმცა მწვრთნელმა მათი სახელების დაზუსტება ვერ შეძლო.

დე სოუზამ შერეულ ორთაბრძოლებში 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, აქედან ხუთი მოიგო და ამდენჯერვე დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული