ტაიგერ ვუდსი ისევ სკანდალში გაეხვა - ლეგენდარულო მეგოლფეს ძმა ტერორისტია

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტის ტაიგერ ვუდსის ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვა. სპორტსმენის უფროსი ძმა - ირლ ვუდსი ქალაქ ფინიქსის პოლიციამ დააკავა სატელეფონო ტერორიზმის ბრალდებით.

ირლ ვუდსმა პოლიციაში დარეკა და შეატყობინა სამართალდამცავებს, რომ სამთავრობო შენობაში, რომელშიც ის მუშაობდა, ბომბი იყო დამონტაჟებული.

დაახლოებით ასამდე ადამიანს სასწრაფო ევაკუაცია მოუწია, მაგრამ განგაში ცრუ აღმოჩნდა. მოგვიანებით, თავად ვუდსმა, საკუთარ საქციელს სულელური ხუმრობა უწოდა.

პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ, ირლ ვუდსმა გირაო გადაიხადა და ის თავდებით გაანთავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
EA-მ ტაიგერ ვუდსი მოიშორა
მკითხველის კომენტარები / 2 /
სათაური ხომ უნდა დაეწერათ სკანდალური
lasha
13:39 16-12-2013
0
ტაიგერი რა შუაშია გაფიცებთ
.......
10:51 16-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული