EA-მ ტაიგერ ვუდსი მოიშორა

AutoSharing Option
გამომცემლობა Electronic Arts-მა უარი თქვა გოლფის სიმულატორ Tiger Woods PGA Tour-ში ტაიგერ ვუდსის სახელის გამოყენებაზე.

გამომცემლობის სპორტული განყოფილების შეფმა დერის ჰოლტმა აღნიშნა, რომ ვარსკვლავთან ხელშეკრულების გაუქმება ორმხრივი იყო. ორგანიზაციამ გოლფისტს მომავალ საქმეებში წარმატებები უსურვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვუდსთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე ლაპარაკი უკვე დიდი ხანია მიდიოდა. 2011 წელი არც ისე წარმატებული იყო ვუდსისთვის, რამაც ოდნავ შეარყია მისი ავტორიტეტი. იმ პერიოდში EA-ს შეფმა ჯონ რიჩიტიელომ განაცხადა, რომ დროა, ვუდსმა მოგება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგი გარეკანი მისი გამოსახულების გარეშე გამოვა.

EA-სა და გოლფის
ვარსკვლავს შორის თანამშრომლობა 15 წელი გრძელდებოდა, რომლის დროსაც გამომცემლობამ 479 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

პირველი სიმულატორი Tiger Woods PGA Tour-ის სერიიდან გაყიდვაში 1998 წელს გამოვიდა. სულ ეს სერია 16 ნაწილად გამოვიდა, მათგან ბოლო მაისში იხილა გოლფის მოყვარულმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული