ველორბოლის დროს სპორტსმენთა კოლონა ლამის მატარებელმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთდღიანი კლასიკური ველორბოლა პარიზი-რუბე კინაღამ ტრაგედიით დასრულდა, როცა რბოლის დროს კოლონა იძულებული გახდა, ლიანდაგის შლაგბაუმთან გაჩერებულიყო.

თუმცა სპორტსმენთა ნაწილმა დაკეტილი შლაგბაუმის პირობებში მაინც შეძლო გზის გავლა. რამდენიმე სპორტსმენმა რამდენიმე წამით ადრე შეძლო მატარებლისთვის გზის გადაკვეთა.

"ეს ყველაზე შესანიშნავი რბოლაა მსოფლიოში, თუმცა მატარებელმა ხელი შეგვიშალა. ორგანიზატორებმა ასეთ საკითხებზე უნდა იზრუნონ. ეს სახიფათო იყო. შევძელით გადასვლა, მაგრამ მატარებელი ახლოს იყო", - თქვა ფრანგმა სპორტსმენმა არნო დემარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული